ამ ბლოგზე ნახავთ ინფორმაციას ორსულობის, ორსულობისას ჯანდაცვის, რეკომენდირებული კვების, ვარჯიშის, ნაყოფის ჯანმრთელობის, მშობიარობის და ბევრ სხვა ფეხმძიმობასთან დაკავშირებულ თემაზე.
გაითვალისწინეთ, რომ ყველა ეს ინფორმაცია ჩემით მაქვს დაგროვილი, სპეციალისტი არ ვარ, აქედან გამომდინარე, ჯანმთელობასთან დაკავშირებული საკითხები ჯობია თქვენს ექიმთან გაიაროთ.
ორსულობის შესახებ ძალიან ბევრი მითია გავრცელებული საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში. გვეუბნებიან რა შეიძლება, რა არ შეიძლება, როგორ მოვიქცეთ, ვიდგეთ, ვიჯდეთ, ვიწვეთ… ქართულ ინტერნეტ სივრცეში კი მწირე ინფორმაცია მოიპოვება და ორსულობასთან დაკავშირებული კითხვების უმრავლესობა რომ ერთ ადგილას იყოს თავმოყრილი ნაკლებად შემხვედრია.
როდესაც დაორსულება გადავწყვიტე, ჯერ ორსულობის გარშემო ყველაფერი დაწვრილებით გამოვიკვლიე და წავიკითხე სანდო წაროებიდან. შემდეგ, როდესაც დავორსულდი, განუწყვეტლივ ვუსვამდი კითხვებს ჩემს ბებიაქალს.
მე ისლანდიაში ვცხოვრობ, აქ ორსულობამდე ბებიაქალს ხვდები რიგითი შემოწმებებისთვის, მეანთან არ რეგისტრირდები, როგორც ეს საქართველოშია მიღებული.
ისლანდიელი ბებიქალები მსოფლიოში მოწინავეები არიან და კარგი მიზეზით – ბუნებრივი მშობიარობისას ჩარევის და საკეისრო კვეთების მაჩვენებელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია აქ და ზუსტად განათლებული ბებიაქალების დამსახურებით.
ბუნებრივ მშობიარობაში ჩარევაში იგულისხმება ნებისმიერი არა-გეგმიური ჩარევა, მაგალითად ეპიზიოტომია (ვულვის კვეთა), მაშების გამოყენება, არაგეგმიური საკეისრო კვეთა და ა.შ.
ახლა ამ ჩემს დაგროვილ ცოდნას გაგიზიარებთ, როგორც რიგითი მოქალაქე, არა-სამედიცინო დარგის პროფესიონალი.
Leave a comment