პოსტის სათაურშივე განგებ დავუშვი შეცდომა.
შეცდომაა “უნდა”. არაფერი არ უნდა გავაკეთოთ. შვილის ყოლა ჩვენი – ქალების არჩევანია და საბედნიეროდ დღესდღეობით გვაქვს ამ არჩევანის გაკეთების საშუალება. ათასი თავდაცვის საშუალებაა, რომლებიც არასასურველი ორსულობას თავიდან აგვარიდებს.
ჩვენი გადაწყვეტილება შვილის გაჩენასთან დაკავშირებით უნდა იყოს მხოლოდ ჩვენი.
აქვე გავაკეთებ მცირე სიას, მიზეზებისას, რომელიც ჯობია არ იყოს თქვენი ორსულობის მოტივატორი, თუ თქვენ თვითონ ამისთვის მზად არ ხართ:
- პარტნიორს ძალიან უნდა შვილი
- დედამთილს/დედას/მამამთილს/მამას უნდა შვილიშვილი
- პატრიარქი მონათლავს
- ძალიან ახლობელი აჩენს და…
- განუწყვეტლივ გეკითხებიან, როდის აჩენო
- სოციუმში მოლოდინია, რომ ქალი დედა უნდა იყოს
- ვიღაცამ შთაგაგონათ, რომ შვილის გარეშე ოჯახი ოჯახი არაა
- პარტნიორთან დაშორების პირას ხარ
ორსულობა შენს სხეულს დატვირთავს 9 თვე. შენი გასაჩენი იქნება ის ბავშვი 9 თვის მერე და ღამეებსაც შენს ნაცვლად არავინ უთევს. ხარჯსაც შენს ნაცვლარ არავინ გაწევს. ნუ კარგი, ვიღაც წაგეხმარება, მაგრამ ძირითადი ტვირთი მაინც ისევ შენზე იქნება.
არიან ქალები, რომლებსაც უბრალოდ არ უნდათ შვილის გაჩენა და ეს ქალის გარდა არავის საქმე არ არის. ორ კაციანი ოჯახიც მშვენიერი ოჯახია, შვილის ყოლა აუცილებლობა არაა ბედნიერებისთვის, არც დანგრეული ურთიერთობის ჯადოსნური მხსნელია. ბავშვი ცალკე არსებაა, რომელსაც სიყვარული, სითბო და არანორმალურად დიდი ყურადღება სჭირდება და თუ ამას მხოლოდ შენი სურვილის გამო არ აკეთებ, ორმაგად გართულდება გზა.
Leave a comment