Tag: ორსულობა

  • მშობიარობა

    სიტყვის ხსენებაც კი ბევრისთვის თავზარდამცემია და სტრესს იწვევს. თვითონაც, როდესაც შვილის ყოლა გადავწყვიტე, ყველაზე ძალიან მეშინოდა მშობიარობის და ხშირად ვფიქრდებოდი, მიღირს თუ არა ამხელა საშინელების გამოვლად შვილი. ძალიან ბევრი წავიკითხე, აუარებელი რაოდენობის ვიდეოები ვნახე და პოდკასტები მობისმინე და ბევრი თვის მერე დავრწმუნდი, რომ (გაგიკვირდებათ და) მშობიარობა ბუნებრივი მოვლენაა და არც ისეთი საშინელი, როგორიც მეგონა. თუ…

  • როდის დავორსულდები?

    აი, როგორც იქნა, შენ და პარტნიორმა გადაწყვიტეთ, თქვენი ოჯახი ერთით გაზარდოთ და რა თქმა უნდა, გგონია, რომ მაშინვე დაორსულდები, ჯანსაღი ადამიანი ხარ და ნახევარ მცდელობაზევე მიახლი პატრნიორს სასიხარულო ამბავს, თუმცა პირველი თვე გადის და ორსულად ჯერ (!) არ ხარ. ეს ადამიანი მე ვიყავი, როცა პირველად შვილის ყოლა გადავწყვიტეთ. რა თქმა უნდა მაშინვე გუგლს მივმართე კითხვით,…

  • რატომ უნდა გავაჩინოთ შვილი

    პოსტის სათაურშივე განგებ დავუშვი შეცდომა. შეცდომაა “უნდა”. არაფერი არ უნდა გავაკეთოთ. შვილის ყოლა ჩვენი – ქალების არჩევანია და საბედნიეროდ დღესდღეობით გვაქვს ამ არჩევანის გაკეთების საშუალება. ათასი თავდაცვის საშუალებაა, რომლებიც არასასურველი ორსულობას თავიდან აგვარიდებს. ჩვენი გადაწყვეტილება შვილის გაჩენასთან დაკავშირებით უნდა იყოს მხოლოდ ჩვენი. აქვე გავაკეთებ მცირე სიას, მიზეზებისას, რომელიც ჯობია არ იყოს თქვენი ორსულობის მოტივატორი, თუ…

  • სწორი დროის შერჩევა

    შვილის გაჩენის გადაწყვეტილება ზოგისთვის უზარმაზარი ნაბიჯია, ზოგისთვისაც უცაბედი გადაწყვეტილება. სიმართლე რომ ითქვას, თუ ბევრს იფიქრებ, სწორი დრო არასოდეს იქნება. ყოველთვის იქნება ხელის შემშლელი მიზეზები, რაც გადაგაფიქრებინებს. ამ მიზეზებს ყოველთვის არ უნდა შევუშინდეთ, თუმცა ქვემოთ ჩამოვთვლი რამდენიმე მიზეზს, რომელზე დაფიქრებაც ღირს. ამ შემთხვევაში ფინანსურ და მენტალურ მზაობას გამოვყოფდი. შემოსავალი ბავშვის გაჩენა და აღზრდა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა,…

  • ბლოგის შესახებ

    ამ ბლოგზე ნახავთ ინფორმაციას ორსულობის, ორსულობისას ჯანდაცვის, რეკომენდირებული კვების, ვარჯიშის, ნაყოფის ჯანმრთელობის, მშობიარობის და ბევრ სხვა ფეხმძიმობასთან დაკავშირებულ თემაზე.  გაითვალისწინეთ, რომ ყველა ეს ინფორმაცია ჩემით მაქვს დაგროვილი, სპეციალისტი არ ვარ, აქედან გამომდინარე, ჯანმთელობასთან დაკავშირებული საკითხები ჯობია თქვენს ექიმთან გაიაროთ.  ორსულობის შესახებ ძალიან ბევრი მითია გავრცელებული საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში. გვეუბნებიან რა შეიძლება, რა არ…